რიჩალდ ნორლანდი: საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან

 საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს, – ეს განცხადება მცოცავ ოკუპაციაზე საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა რიჩალდ ნორლანდმა გააკეთა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობები და კონსულტაციები, საერთაშორისო ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებები და სხვა ხელს უწყობს ჩვენს საუბრებს. საქართველოში იცოდნენ, რომ მარტო არ არიან. საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანას მხარს უჭერს. იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია და ადამიანებს შეეძლებათ, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
რიჩარდ ნორლანდმა, რომელსაც საქართველოში მუშაობის ვადა ამოეწურა, ქვეყანა, მეუღლესთან ერთად, წუხელ დატოვა. თბილისის აეროპორტიდან ის ამერიკის მეგობართა კლუბის წევრებმა გააცილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები