ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე “ოფიცრის ღირსების კოდექსზე” მუშაობას აანონსებს

ამირან სალუქვაძე „ოფიცრის ღირსების კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. ბრიგადის გენერალმა აღნიშნული სოციალურ ქსელში დააანონსა:

„ალბათ ბევრს აწუხებს კითხვები: როგორი უნდა იყოს ქართული არმიის ოფიცერი? როგორი საკარიერო გზა უნდა განვლოს მან? როგორი სული უნდა სუფევდეს შეიარაღებულ ძალებში?
31 წელი სამხრეების ქვეშ, აქედან 22 საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მ.შ. 7-წლიანი სამხედრო განათლება, განვლილი ცხოვრება, რომელიც მთლიანად სამშობლოს სამსახურს მიეძღვნა, მათამამებს, რათა თავს მივცე უფლება ჩემი მოსაზრებები ზემოაღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ფურცელზე გადავიტანო.
მინდა შევეჭიდო პატარა მოცულობის, ოღონდ დიდი დატვირთვის მქონე დოკუმენტს სახელწოდებით: „ოფიცრის ღირსების კოდექსი“.
ოფიცერი იდეური პროფესიაა და უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ თვისებებს (ღირსება, პატრიოტიზმი და ა.შ. უფრო დეტალურად – კოდექსში).
კოდექსის დაწერის მიზანი ზუსტად ამ თვისებების და ქცევის წესების ჩამოყალიბებაა. რა თქმა უნდა ყველა ეს წესი არ იქნება ჩემი მოგონილი (ან მხოლოდ ჩემი მოგონილი) და დაეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას, გამოჩენილი პიროვნებების გამონათქვამებს, ჩვენს ტრადიციებს და ძალიან მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ამ მანიფესტის შემუშავებაში.
ვთხოვ ყველა მეგობარს მომაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, ფრაზები, აფორიზმები, გამონათქვამები.
დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებ შემდგომი განხილვის მიზნით“, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
generali2

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები