კახა კალაძე: მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს, თუმცა არ უნდა წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას
მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, თუმცა, თავშეკავება გვმართებს, რომ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ენეგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ განმარტა, ჟურნალისტების ქმედება საოკუპაციო ზოლთან, მისთვის გასაგებია, თუმცა, მისივე თქმით, ქართულ მხარეს თავშეკავება მართებს, დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოგების თავიდან ასაცილებლად.
“ერთის მხრივ მივესალმები ჟურნალისტების მიერ გამოცხადებულ პროტესტს საოკუპაციო ზოლთან, რადგანაც ჟურნალისტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის წუხილი, რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს, აწუხებს მათაც. თუმცა, არის მეორე მხარეც, უსაფრთხოების მხარე. ამ დროს გვმართებს თავშეკავება, რომ ჩვენ მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.