კახა კალაძე: გვმართებს თავშეკავება, რათა დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ
გვმართებს თავშეკავება, რათა დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოვეგოთ-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შეფასებისას განუცხადა. შეკითხვაზე – აპირებს თუ არა თავად კონფლიქტის ზონაში ჩასვლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ აპირებს.
„ვნახეთ იქ ჩასული ჟურნალისტები, მათ მიერ ჩატარებული აქცია. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მივესალმები, რადგან ჟურნალისტებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ის დიდი წუხილი, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს, დააფიქსირეს და გამოხატეს, ამავე დროს, არსებობს მეორე – უსაფრთხოების მხარეაქ გვმართებს თავშეკავება, რომ ჩვენ მათ მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ და ეს მათივე სასიკეთოდ და ჩვენთვის საუბედუროდ არ იყოს გამოყენებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.