„2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები დამტკიცდა
პარლამენტმა “2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელსაც 78 -მა დეპუტატებმა დაუჭირა მხარი.
“ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში დასრულდა. შენიშვნები, ძირითადად, ეხებოდა არა ბიუჯეტის კორექტირებას, არამედ, ზოგადად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს. ბუჯეტის კანონპროექტში დღეს არანაირი ცვლილებები არ შესულა.
პარამეტრები დარჩა იგივე. კერძოდ, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის ზრდა ხდება 25 მილიონი ლარით. ამ თანხის დახარჯვას არ ვფიქრობთ ჩვენ. ეს თანხა გროვდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რის გამოც ხარჯვითი ნაწილი რაც იყო, რჩება უცვლელი.
ხდება სამინისტროებში თანხების გამოთავისუფლება და აღნიშნული თანხები მიემართება საჭიროებისამებრ”, – განუცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს.