თავდაცვის მინისტრი პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრას მართავს – ვიდეო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრას მართავს.თინათინ ხიდაშელი დეპუტატებს საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალებს აცნობს.
თავდაცვის მინისტრმა 14 ივლისს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდნეტს და ხელისუფლების სხვა წამომადგენლებს უკვე მიაწოდა. სხდომის დაწყებამდე თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ იგი მზადაა პასუხები გასცეს დეპუტატების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. თავდაცვის მინისტრის ნდობის ჯგუფთან შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარსმიღმა მიმდინარეობს.