გიორგი კაკაურიძე: წარმოდგენილი ცვლილებებით ბიუჯეტის არც შემოსულობების ნაწილი, არც ხარჯვითი ნაწილი არ მცირდება

ჩვენ შევამცირეთ ხარჯები, გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლები ყოფილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის ჯამური პარამეტრები არ მცირდება და, შესაბამისად, ეს არ არის სეკვესტრი.
სეკვესტრი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის ფული იმის დასაფინასებლად, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ შევამცირეთ ხარჯები, გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლები ყოლილიყო ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტის დეფიციტი. თუ ჩვენ დავარქმევთ ერთი სამინისტროსთვის თანხის შემცირებას და მეორისთვის დამატებას სეკვესტრს, ჩვენ შეგვიძლია ამოვიღოთ მინიმუმ 5-6 წლის განმავლობაში რა ცვლილებებიც გაკეთებულა ბიუჯეტში და აბსოლუტურად ყველა ბიუჯეტში არის, რომელიღაც სამინისტროზე თანხის შემცირება და გადანაწილება. ამიტომ, თუ ჯამური პარამეტრები არ მცირდება, ამას სეკვესტრს ნამდვილად ვერ დავარქმევთ”, – განაცხადა კაკაურიძემ.
დეპუტატები დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტს უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები