თინა ხიდაშელი: ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას ომი საქართველოს ტერიტორიაზე
„ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, არ დაუშავს ომი საქართველოს ტერიტორიაზე“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა და დასძინა, რომ პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორი, ეფექტური, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და ქვეყნისთვის საიმედოა.
,,მე ამ ხელისუფლების ნაწილი ვარ და ამ მთავრობაში მინისტრი ვარ ზუსტად იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის ყველაზე უფრო სწორი, ეფექტური, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და საიმედო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი და ამას ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება”, – აღნიშნა მინისტრმა.