თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ კაციტაძე უხელმძღვანელებს

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ტელეკომპანია კავკასიის პოლიტიკური გადაცემა „ბარიერის“ ყოფილი პროდიუსერი თამარ კაციტაძე ინიშნება.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავად კაციტაძემ დაუდასტურა. „ოფიციალურად ჯერ არ ვარ დანიშნული. ამ დღეებში დავინიშნები“, – განაცხადა თამარ კაციტაძემ.
რაც შეეხება პიარსამსახურში საკადრო ცვლილებებს, კაციტაძემ აღნიშნა, რომ უწყებაში მას არაჩვეულებრივი და კარგი გუნდი დახვდა, ამიტომ ცვლილებებს არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები