მალი საქართველოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის
მალის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მალიში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის გამო მადლობას უხდის, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ამავე ინფორმაციით, მალის საგარეო საქმეთა მინისტრის, ადუალე დიუპის ქართველ კოლეგას, თამარ ბერუჩაშვილს, ხორვატიაში გამართული საერთაშორისო ფორუმის მიმდინარეობისას შეხვდა. ადუალე დიუპმა თამარ ბერუჩაშვილს პირადად გადაუხადა მადლობა და მალიში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს და ქართველი სამშვიდობოების განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა.
„დასაფასებელია საქართველოს მხარდაჭერა მალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში. ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, 2012 წელს მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, ახლა მიღწეულია სამშვიდობო შეთანხმება და მიმდინარეობს მისი იმპლემენტაცია. ევროკავშირის სამშვიდობო მისია იმყოფება ქვეყანაში. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების კონტრიბუცია, როგორიც საქართველოა. იგი ცოტა ხნის წინ თავად იყო დახმარების მიმღები ქვეყანა, ახლა კი საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისეთ ქვეყნებში როგორიც მალია. ჩვენ დღეს ვმონაწილეობთ ხორვატიის ფორუმში, რომელიც ქვეყნების სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ეხება. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, არ აქვს მნიშვნელობა დიდი თუ პატარა მასშტაბების არის კონტრიბუცია, იგი ადგილზე ყოველთვის ახდენს ცვლილებებს“, – განაცხადა მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ხორავტიის უსაფრთხოების ფორუმი ქ. დუბროვნიკში 2015 წლის 9-11 ივლისს გაიმართა.