თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ატაშე დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკმა რიჩარდ ბრედიმ საქართველოში ორწლიანი მისია დაასრულა. გამოსამშვიდობებელ მიღებაზე აშშ-ის ატაშეს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა. მინისტრმა ვიცე-პოლკოვნიკ რიჩარდ ბრედის საქართველოს შეარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეით ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მიღებას დაესწრნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და ანა დოლიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები – ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ოფიციალური პირები.

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკი ბილ კონერი ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები