თინა ხიდაშელი: ჯარში სუიციდისა და თვითდაზიანებების რაოდენობა ძალიან მაღალია
ჯარში სუიციდისა და თვითდაზიანებების რაოდენობა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა. “ჩემთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, რომლის მსხვერპლიც შემდეგ ხდება ჯარისკაცი და რომელმაც შეიძლება თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე ამ ტრავმის გამო. ძალიან მაღალი გვაქვს სუიციდის რაოდენობა ჯარში. ასევე ძალიან მაღალია თვითდაზიანებების რაოდენობაც. ამას სჭირდება მეცნიერული კვლევა თუ რატომ ხდება ეს, რატომ მიდიან ადამიანები აქამდე, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე უფრო მეტად უნდა იყვნენ მიმართული ასეთი ქმედებების წინააღმდეგ”, – განაცხადა ხიდაშელმა.