ორფოლოს პოლიგონზე სატანკო სწავლება გაიმართა

 ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე მესამე ქვეითი ბრიგადის არაგეგმური სატანკო სწავლება გაიმართა. საჩვენებელ წვრთნას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სახმელეთო ძალების დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამხედრო სწავლებაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა მიიღო მონაწილეობა.
სწავლების „ჯავშანსატანკო ჩასაფრება“ სცენარი სასიკვდილო ზონაში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებას და მისი გადაადგილების შესახებ მაღალი მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებდა.
სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი წვრთნის დროს ტაქტიკური და საცეცხლე ამოცანები შეასრულეს. სწავლების ფარგლებში დაშავებულის ევაკუაციაც განხორციელდა.
სამხედრო წვრთნების მიზანს საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები