ვახტანგ კაპანაძე: ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია
„ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, როგორც ვაზიანის, ისე კრწანისის ეროვნულ ცენტრს მოიცავს“, – აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძე.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრი, სავარაუდოდ, საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის ფარგლებში გაიხასნება, რომელიც ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 -ის დახურვის ცერემონიალზე ჩამოდის.
“სასწავლო ცენტრის მდებარეობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ლოკაცია, ერთი შენობა. ეს იქნება სასწავლო ცენტრი, რომელიც შეიცავს რამდენიმე სიმულაციურ და სასწავლო-ტაქტიკურ რაიონებს, რომლებშიც მოხვდება როგორც კრწანისის ეროვნული ცენტრი, ასევე ვაზიანის ტაქტიკური ველი და სასროლეთი”, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
ნატო-საქართველოს საერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა.