საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალებს 18 წელი შეუსრულდა

დღეს საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალებს 18 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეწვივნენ. მათ სამხედრო მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მოგვიანებით, საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კობა ღურწკაიამ სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორიის, სტრუქტურის, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები