სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ნატოს საზღვაო კონფერენციაზე იმყოფებოდა

შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, პირველი რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გამართულ ნატოს საზღვაო ძალების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე (MARCOMET 2015) იმყოფებოდა.

კონფერენცია ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნულ კონფერენციაში მსოფლიოს 40 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში გაცნობითი და სამუშაო ხასიათის შეხვედრები ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელთან, ვიცე-ადმირალ პიტერ ჰადსონთან, ასევე სამხედრო და სამოქალაქო სუბიექტებთან თანამშრომლობის საკითხებში შტაბის უფროსის მოადგილესთან, პირველი რანგის კაპიტან ჯონ კოტინგემთან და საქართველოს მიმართულებაზე პასუხისმგებელ ოფიცერთან, მეორე რანგის კაპიტან დიმიტრის გრაიმსისთან გაიმართა.

შეხვედრებზე განიხილეს ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ ფარგლებში გასული პერიოდის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სარდლობის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის შედეგები, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მეკავშირე ოფიცრის საქმიანობა და გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები