სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები ანა დოლიძემ, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გადასცეს.

კურსი 21 კვირის განმავლობაში, სამ მოდულად მიმდინარეობდა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცხრა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ოცეულის დონეზე საინჟინრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების ღონისძიებები შეისწავლეს.

სწავლების მონაწილეებმა საველე და საშტაბო, ასევე, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები