თავდაცვის მინისტრის მოადგილე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია და სასწავლო დაწესებულების მუშაობის პროცესს გაეცნო. კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელობამ ანა დოლიძეს ლიცეუმის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ანა დოლიძე ლიცეუმში მიმღები კომისიის მუშაობის პროცესით დაინტერესდა და ჩარიცხვის მსურველ ახალგაზრდებს გაესაუბრა. მინისტრის მოადგილე კადეტთა ლიცეუმის იმ კურსდამთავრებულებსაც შეხვდა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.
მოგვიანებით, ანა დოლიძემ სახმელეთო ჯარების III ქვეითი ბრიგადის საველე ბანაკი „სიმონეთი“ მოინახულა, სადაც კადეტთა პირველი და მეორე სასწავლო კურსების სტუდენტები საველე მომზადებას გადიან. მან კურსანტებს საველე სწავლების გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები