თინათინ ხიდაშელი სენაკის II ქვეით ბრიგადას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადას დღეს სენაკში ესტუმრა.სენაკში იმყოფებოდა ასევე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის II ქვეით ბრიგადაში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა და დასავლეთ სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურებმა უმასპინძლეს.
II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ფოფხაძემ სტუმრებს ბრიგადის ჩამოყალიბების, მიზნების, ამოცანებისა და მიმდინარე წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, თინათინ ხიდაშელმა და ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო ნაწილის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს და ბრიგადის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.