თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის ზონა დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად გმირთა მოედნის, ზოოპარკის, მზიურისა და სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის, 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტექნიკა დღემდე მუშაობს.
მინისტრის მოადგილე ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მიერ შესრულებული სამუშაოებითაც დაინტერესდა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამშენებლო ტექნიკა „მზიურის“ ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებს.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა კი სვანიძის ქუჩისა და ვაკის ძეხვეულის ქარხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებშია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები