ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, სექტემბრამდე გაიხსნას
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განაცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე, სექტემბრამდე გაიხსნას.
“ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, ძალიან ბევრი რამეა უკვე გაკეთებული. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენს გეგმასაც კი გადავასწროთ, რომელიც ითვალისწინებს სექტემბრის ბოლომდე გახსნას. ჩვენ დაგეგმილ ვადას არ გადავაცილებთ, თუ პირიქით, ადრე არ გაიხსნება ეს ცენტრი”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილის, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს განცხადებით, აღნიშნული ცენტრის მშენებლობა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დამადასტურებელია.