ვახტანგ კაპანაძე: ჩემი ინფორმაციით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ჩემი ინფორმაციით, “სუპერ პუმას” ვერტმფრენები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, შსს განახორციელებს მათზე როგორც მომსახურებას, ისე გამოყენებას”, – განაცხადა კაპანაძემ.