თავდაცვის სამინისტრო კაპიტალურ და მიმდინარე ხარჯებს 5 მილიონით შეამცირებს
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე დაესწრო. მთავრობის წევრებმა განსახილველ 34 საკითხს შორის ბიუჯეტის კორექტირებაზეც იმსჯელეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში კაპიტალურ და მიმდინარე ხარჯებს დაახლოებით 5 მილიონი ლარით შეამცირებს. „ამ ეტაპზე არსებული შეთანხმების თანახმად, კაპიტალურ ხარჯებსა და მიმდინარე ხარჯებს დააკლდება დაახლოებით 5 მილიონი ლარის ფარგლებში. ისე კი, ყველა კაპიტალური ხარჯი, რომელიც გვაქვს, გაგრძელდება“, – აღნიშნა დავით ებრალიძემ.