„ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზას მიხეილ სააკაშვილის მამა – ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდა“
„ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზას მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდა“, – აცხადებს ჟურნალისტი მაყვალა ბერიანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და ჟვანიას საქმის დეტალებს იხსენებს.
ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე ამ ხელისუფლების დროს მაინც გაიხსნება.
„ამ საქმეში ძალიან ბევრი შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებაა, რომელთა შესახებაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ავტორიტეტული და აღიარებული ქართველი პათანატომი, ქალბატონი თამარ დეკანოიძე. ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზას მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი ესწრებოდა, რატომ არ ვიცი, შესაძლოა, იმიტომ ესწრებოდა, რომ ის ექიმია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება, თუ კიდევ რამდენიმე ხელისუფლება დასჭირდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე გაუხსნელი არ დარჩება“, – განაცხადა ბერიანიძემ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.