თინა ხიდაშელი: თავდაცვითი უწყების 1800-ზე მეტი ჯარისკაცი გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული
თავდაცვითი უწყების 1800-ზე მეტი ჯარისკაცი გაწმენდით სამუშაოებშია ჩართული”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაობის მიმდინარეობის დათვალიერებისას განაცხადა და დასძინა, რომ სამუშაოებში სამინისტროს მძიმე ტექნიკაც მთლიანად ჩართულია.
„ჯარი ახლაც ყველა ობიექტზეა. ისინი ქარხანაშიც მუშაობენ და ელიზბარაშვილის უბანშიც. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ წერტილს დამატებით დავეხმაროთ, ცოცხალი ძალით. სამწუხაროდ, ტექნიკა მთლიანად უკვე საქმეშია და დამატებითი აღარ გვაქვს, რომ გამოვიყვანოთ. პირველივე დღიდან, 13 ივნისის ღამის შემდეგ, ჩვენი ტექნიკა სრულად მობილიზებულია”, – განაცხადა ხიდაშელმა.