შეიარაღებული ძალები სტიქიის ზონის ყველა ობიექტზე მუშაობენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველაზე რთულ ობიექტებზე ინტენსიურად მუშაობს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციაზე მთელი დღის განმავლობაში პირადად აკვირდება.

I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა სალიკვიდაციო სამუშაოებს სვანიძის ქუჩაზე აქტიურად ასრულებს. სამხედრო ქვედანაყოფებმა ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლები და ვაკის ძეხვეულის ქარხნის ტერიტორია ნაწილობრივ უკვე გაწმინდეს.

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში ზოოპარკისა და „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე წყნეთის ქუჩაზე მუშაობს. ზოოპარკის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობაც. დღეს დილიდან ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები გმირთა მოედნისა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები