ბიძინა ივანიშვილი: ალასანიას რა უხარია?! რა გაიმარჯვა?! სად გაიმარჯვა?!

მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, ოღონდაც ალასანიას რა უხარია და რა შუაშია აქ, ვერ გავიგე, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებას.
ივანიშვილის თქმით, ეს არის პროკურატურის კეთილი ნება, რომელიც წასახალისებელია.
“პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და საჭიროდ არ თვლის, მათ პატიმრობაში ყოფნას. ძირითადი სასამართლო პროცესი დაიწყება და სასამართლო გამოიტანს განაჩენს. მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას, ოღონდაც ალასანიას რა უხარია და რა შუაშია აქ, ვერ გავიგე. რა გაიმარჯვა?! სად გაიმარჯვა?! კარგი იქნება მომავლისთვის, თუ კანონმდებლები დააჩქარებენ და დანერგავენ ე.წ. თეთრი საყელოს პრინციპს, რომ თუ მსჯავრდებული სახიფათო არ არის, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები