დავით ნარმანია ამ ეტაპზე საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს
საგანგებო სიტუაციის გამოცხადების საჭიროება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არ არსებობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხისას განუცხადა.
დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა ასევე სვანიძის ქუჩაზე სტიქიის ზარალის აღწერაზე და აღნიშნა, რომ კატეგორიულად ვერ დაეთანხმება იმას, რომ ზარალის სრული აღწერა არ მომხდარა.
“ყველა სახლი სვანიძის ქუჩაზე აღწერილია ჩვენი ქვემდებარე მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ. 25 სახლიდან 4 არის მკვეთრად ავარიულ მდგომარეობაში და შემდგომი მათი ექსპლუატაცია არის შეუძლებელი. ამიტომ, ისინი აუცილებელ დემონტაჟს ექვემდებარებიან. ყველა ოჯახში შესულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომლის ექსპერტებმაც გააკეთეს შეფასებები და დოკუმენტი ჩემს მაგიდაზე დევს”, – განაცხადა ნარმანიამ.