ვეფხვი არც რუსთავში აღმოჩნდა

13 ივნისს თბილისის სტიქიის შემდეგ ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს სამართალდამცველები რუსთავშიც ეძებდნენ, თუმცა აღნიშნული შეტყობინებაც ცრუ აღმოჩნდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძახების დაფიქსირების შემდეგ შესაბამისი სამსახური ადგილზე გავიდა. მათივე ინფორმაციით, ცხოველი რუსთავში არ აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში ვეფხვს ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები