სააკაშვილი ოდესელ პროკურორებს – თქვენ აქ რეკეტით ხართ დაკავებულები (ვიდეო)
ინტერნეტში ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის და პროკურორების ემოციური საუბრის კადრები გავრცელდა. დიალოგი ერთ-ერთ თათბირზე შედგა.
„მე არ ვაპირებ აქ აღვირახსნილობის მოთმენას! ჩვენი მთავარი ამოცანაა – ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბიზნესმენების მოწვევა“, – განაცხადა სააკაშვილმა, როდესაც ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მას ბიზნესის დასაფორმებლად აუცილებელ დოკუმენტებზე უთხრა.
„ბევრი მინახავს მე ასეთი პროკურორი. ასე ბიზნესი არ კეთდება. ასე კეთდება რეკეტი. ეს უკვე გავიარეთ“, – განუცხადა სააკაშვილმა პროკურორებს.
ამასთან ერთად, უკრაინაში აქტიურად განიხილება ოდესის მილიციის უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნა. ამ ფაქტს უკრაინულ მედიაში „ქართულ დესანტს“ უწოდებენ. ლორთქიფანიძე ამ თანამდებობაზე ოფიციალურად უკვე წარადგინეს.