ვახტანგ გომელაური: პროკურატურა ვერეს ხეობის დატბორვის მიზეზებს სწავლობს

ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურმა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელ მინდია ჯანელიძესთან ერთად ვაკე საბურთალოს გზის მონაკვეთი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
“შემიძლია გითხრათ ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და განცხადებასაც ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ თუ რამდენად დარღვევითაა გაკეთებული შენობები და პანდუსები, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ. როდესაც ადამიანი იღუპება, მნიშვნელობა არ აქვს რაიმე არასწორად იყო აშენებული თუ უბრალოდ გარდაცვლილს ვპოულობთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება. რა მუხლით არის საქმე აღძრული, ამაზე პროკურატურა გაგცემთ პასუხს”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები