ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა. წყლის მილის დაზიანების მიზეზი, სავარაუდოდ, ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა გახდა.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ სუდაძე განმარტავს, მაგისტრალური მილი გუშინდელი მცირე წვიმის შედეგად დაზიანდა და საფრთხეს არ წამოადგენს. მისი თქმით, მილის შეკეთების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები