ევროკომისია საქართველოს 3,4 მილიონი ევროთი დაეხმარება

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით ევროკომისია საქართველოს 3 მილიონი ევროთი დაეხმარება. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხა დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნელყოფას მოხმარდება. მათივე ინფორმაციით, თანხა ბიუჯეტის გავლით დაიხარჯება.
ამასთან, ევროკომისია დამატებით 400 000 ევროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის გამოყოფს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს თანხა არა ბიუჯეტის, არამედ არასამთავრობოებისა და წითელ ჯვრის გავლით დაიხარჯება, რათა მათ დაზარალებულებს საკვები, ნივთები, წყალი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები