სახელმწიფო ხაზინის და კომერციული ბანკების ანგარიშზე 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტია მობილიზებული

„სახელმწფიო ხაზინაში ანგარიშზე და კომერციული ბანკების ანგარიშზე მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს არის სრულად შემოწირულობები, მათ შორის კერძო და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობა არის მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და ათასი ევრო.
“სახელმწიფო ბიუჯეტმა უკვე გამოყო 10 მილიონი ლარი მთავრობის განკარგულებით რეგიონების ფონდიდან, რომელიც უკვე ჩაერიცხა მერიას. კვირასვე განხორციელდა ეს ტრანზაქცია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 200 ათასი ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებისთვის გამოიყო ამ ეტაპზე 150 ათასი ლარი. ყველა ოჯახი ხვალვე მიიღებს ამ დახმარებას მას მერე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობისგან მივიღებთ მათ ზუსტ კოორდინატებს”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება დონორებს, 2 დღის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო, ქალაქის მერიასთან აქტიურად მუშაობდა დონორებთან. ხადურის განცხადებით, ელჩების მხრიდან არის სრული მზაობა იმუშაონ და ხვალ ფინანსთა სამინისტრო მიაწვდის იდენტიფიცირებულ საჭიროებებს მათ.
“ელჩებსაც და საფინანსო ინსტიტუტებსაც ჩვენ ვთხოვეთ, რომ დახმარების დიდი ნაწილი ჩვენ გვინდა იყოს ფინანსური დახმარება, ვინაიდან ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა იქიდან არის შემოთავაზება როგორც ტექნიკის, ისე ინტელექტუალური დახმარება, ტექნიკური დახმარება, ექსპერტები და ა.შ.”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები