ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მიმართავს, ადამიანების გმირობის ისტორიებზე სიუჟეტები გააკეთონ – ვიდეო

მოდით, შევახსენოთ ყველას, რომ ვართ ერთმანეთის გვერდით მდგომი და გაუტეხელი ხალხი,–ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს და მათ პოლიციელების, მაშველებისა და მოქალაქეების საგმირო ისტორიების გაშუქება სთხოვა, რომელთაც სამოქალაქო თავდადების მაგალითი აჩვენეს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში არაერთი საგმირო საქმის მოწმე გახდა და ეს არის ისტორიები, რომლებზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდონ.
„უამრავი ასეთი ისტორია მოვისმინე. მოქალაქეები სთავაზობდნენ დაზარალებულებს ბინებს, ერთმა მოქალაქემ ავეჯის უფასოდ დამზადება შესთავაზა მათ. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჭმელს უმზადებდა მოხალისეებს და პიცერიის მეპატრონე, რომელმაც 20 პიცა მიიტანა სტიქიის ზონაში. დაგვეღუპა მაშველი, რომელმაც გადაარჩინა სხვისი სიცოცხლე და საკუთარი თავი გასწირა. ეს მაშველი არის გმირი და მისი გმირობა სახელმწიფოსგან სათანადო დაფასებას საჭიროებს. მის ოჯახს, კანონის შესაბამისად, 100 000 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა. აი, ასეთ ადამიანებზე უნდა გავაკეთოს სიუჟეტები და დავბეჭდოთ მათი ისტორიები. ვუთხრათ მოსახლეობას, თუ როგორი გმირები გვყავს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები