პრემიერი პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შუამდგომლობით მიმართოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, ის გამოდის ინიციატივით, გამორჩეული მაშველები, პოლიციელები თუ სხვა თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.
“მივმართავ პრეზიდენტს შუამდგომლობით, მას შემდეგ, რაც ამ ადამიანების სიას წარმომიდგენთ”, – მიმართა ღარიბაშვილმა ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს.