დავით ნარმანია: წინასწარი შეფასებით, ზიანის მოცულობა 100 მილიონამდეა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სტიქიის მიერ გამოწვეულ ზარალთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მერმა განმარტა, წინასწარი შეფასებით, ზარალი 100 მილიონ ლარამდე აღწევს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიები სრულად გასუფთავებული არ არის, ზუსტი მონაცემის თქმა ზარალთან დაკავშირებით რთულია. წინასწარი შეფასებით, ზიანის მოცულობა 100 მილიონამდეა. თუ ჩვენ მთლიანად ფიზიკურ პირებზე, იურიდიულ პირებზე და ასევე საჯარო ინფრასტრუქტურაზე ზიანის მოცულობას ავიღებთ, ჯამში ეს ძალიან სოლიდურია და 100 მილიონ ლარამდე აღწევს. თუმცა მას შემდეგ რაც ტერიტორიას მთლიანად გავწმინდავთ და ვნახავთ სამუშაოების მოცულობებს, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ზუსტი თანხის დასახელება. ყველაზე დიდი დანაკარგი კი, რა თქმა უნდა, არის ადამიანური დანაკარგი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები