ირაკლი ღარიბაშვილი: ჩეჩელაშვილის #74-ში მცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩეჩელაშვილის 74 ნომერში მცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, წუხელ ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, #74 საცხოვრებელი სახლის უკან, რომელიც მეწყერულ ზონაში მდებარეობს, მეწყერი ჩამოწვა.
“ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი სამსახურების მობილიზება. მოხდა ვითარების შესწავლა, რომელმაც დაადგინა, რომ იქ მცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობდა და არ არსებობს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაგების ხევის კოლექტორის გაწმენდის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და კოლექტორი არის მწყობრში. მისივე განცხადებით, ასევე ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში დაზარალდა რამდენიმე ოჯახი და მათთან მისასვლელი გზა.
“მათი პრობლემის მოგვარების მიზნით უმოკლეს დროში შემუშავდება კონკრეტული საინჟინრო გეგმა”, – აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ახალდაბას, პრემიერის განცხადებით, აქ ფეხით მისასვლელი გზა გუშინვე გაიხსნა და განხორციელდა სამანქანო გზის 70%-ის გაწმედნა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პირველადი შეფასებით, გზის სრულყოფულად აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები