წყნეთის ქუჩაზე ხიმინჯების მშენებლობა დაიწყება – მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ კორპუსს კვლავ არ ტოვებს (ფოტოკოლაჟი)

 წყნეთის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ მდინარე ვერემ საცხოვრებელ კორპუსს საძირკველთან გრუნტი გამოაცალა, ხიმინჯების მშენებლობა დაიწყება.  ამის შესახებ „კვირას“ კორესპონდენტს მერიის ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლებმა ადგილიდან შეატყობინეს.

13 კორპუსის მიმდებარედ სარეააბილიტაციო და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების განმარტებით, ისინი მდინარე ვერეს წყლის დონის დაწევას ელოდებიან, რის შემდეგაც ხიმინჯების მშენებლობის პროცესი დაიწყება.

„ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა და მარტო ჩვენზე არაფერია დამოკიდებული. ამინდმაც უნდა შეგვიწყოს ხელი.  უპირველესად  უნდა გაიჭრას გზა, რომლის მეშვეობითაც სტიქიის ზონაში 60 ტონიანი ტექნიკის შეყვანას შევძლებთ“, – განუცხადეს მერიის თანამშრომლებმა „კვირას“.

აღსანიშნავია, რომ  სტიქიის შედეგად დაზარალებული წყნეთის ქუჩის მაცხოვრებელთა მცირე ნაწილი, რომლებიც 2 დღის წინ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურებმა სხვადასხვა სასტუმროში გაანაწილეს, საკუთარ სახლებში თვითნებურად დაბრუნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა გაფრთხილების მიუხედავად, მათ საცხოვრებელი მაინც არ დატოვეს.

ამ წუთებში ადგილზე კვლავ იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ.

IMG_0891

IMG_0886

IMG_0908

IMG_0883

IMG_0906

IMG_0884

IMG_0887

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები