საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადა არის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს ქმედითი დახმარება გაუწიოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია სტიქიით დაზარებული ოჯახების დახმარებისათვის სასურველი თანხა ჩარიცხოს .
„საქართველოს ბანკების ასოციაცია მწუხარებას გამოხატავს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
საბანკო სექტორი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ბიზნესი, სოლიდარულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მხარდასაჭერად. ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით საქართველოს კომერციულ ბანკებში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს სასურველი თანხა სტიქიით დაზარებული ოჯახების დახმარებისათვის. ბანკებმა, ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება თანხების გამოყოფაზე, რომლეიც დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება.
საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადაა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და შეიძლება შეექმნათ პრობლემები საბანკო ვალდებულებების დროული მომსახურების თვალსაზრისით, ქმედითი დახმარება გაუწიოს. სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკების ასოციაცია თანამშრომლობისთვის უკვე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.
დახმარების მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტარას შევჩენკოს ქ#5, ტელ : 2 93 51 77, ან 599 10 32 44“, – ნათქვამია საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებაში.