ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილეს ბორის იაროშევიჩს შეხვდა.
როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა და ბორის იაროშევიჩმა თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს. ელჩის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკაშირის მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.
ბორის იაროშევიჩმა შეხვედრაზე მწუხარება გამოხატა თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები