ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ჩინეთის პრემიერი-მინისტრი ლი კეც ანი ქართველ ხალხს 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს, – ამის შესახებ ოფიციალურ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვწუხვართ საქართველოს დედაქალაქში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე და მოჰყვა ნგრევა. სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებსა და დაზარალებულებს. ჩინელი ხალხი იზიარებს ქართველი ხალხის მწუხარებას. გვჯერა, თქვენი მთავრობის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხი გაუმკლავდება კატასტროფის შედეგებს,“– ნათქვამია წერილში.