სვანიძის ქუჩიდან ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები და ტექნიკა გაიყვანეს (ფოტოკოლაჟი)
სვანიძის ქუჩიდან ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები და ტექნიკა გაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. სვანეთის ქუჩაზეა ვიცე – პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, სტიქიის ზონაში სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, ახლა ელოდებიან შესაბამისი სამსახურების ნებართვას, რომ გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდეს.