ოთარ დანელია: გამოძიების პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან

ახალი გზის პროექტს უცხოელები შეისწავლიან, თუ დარღვევები გამოიკვეთა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი დაადგენენ, იყო თუ არა ახალი გზის მშენებლობის დროს გეოლოგების რჩევები გათვალისწინებული.
“გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები. ისინი დაადგენენ, იყო თუ არა ახალი გზის მშენებლობის დროს გეოლოგების რჩევები გათვალისწინებული და კიდევ რა ხარვეზებია ამ პროექტში. თუ პროექტთან დაკავშირებით გადაცდომები მოხდება, კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,” – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ მთავრობის წევრები სტიქიის გამომწვევი მიზეზების გამოძიებაზე საუბრობენ. რამდენიმე წუთის წინ განცხადება ამ თემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. ოთარ დანელიას განცხადებით, ახალი გზის პროექტს და სტიქიის გამომწვევ მიზეზებს უცხოელი სპეციალისტები შეისწავლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები