დავით ნარმანია: აქ არ გამოცხადებულა ევაკუაცია, მდინარის ხეობიდან ტექნიკა გამოვიყვანეთ

თბილისის მერმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა, კატეგორიულად უარყო. დავით ნარმანიამ მედიას სტიქიის ზონაში სამუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზეზები განუმარტა. გმირთა მოედანზე მყოფმა თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, წვიმის შემთხვევაში ადგილზე მომუშავე ტექნიკას და ადამიანებს მდინარის კალაპოტიდან ამოსვლა გაუჭირდებოდათ და ამის გამო მიიღეს მათი გამოყვანის გადაწყვეტილება.
“აქ არ გამოცხადებულა ევაკუაცია, უბრალოდ, მდინარის ხეობაში, სადაც ტექნიკა იყო შიგნით შეყვანილი, ამოვწიეთ ზემოთ, ვინაიდან წვიმის შემთხვევაში მათ შემდეგ გაუჭირდებოდათ მდინარის კალაპოტიდან ამოსვლა. ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერეს ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები