პრემიერი: იდეის დონეზე ზოოპარკის სხვაგან გადატანა და მის ადგილზე სარეკრეაციო პარკის გაკეთება იგეგმება

იდეის დონეზე ზოოპარკის სხვაგან გადატანა და მის ადგილზე სარეკრეაციო პარკის გაკეთება იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაძლოა, მას სოლიდარობის პარკი ეწოდეოს.
“ეს თემა დღეს არაერთხელ გაჟღერდა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და ამ საკითხს ჩვენ აქტიურად დავაყენებთ, რომ მოხდეს ზოოპარკის გადატანა და იმ ადგილზე უნდა გაკეთდეს, პირველადი მონაცემებით, რეკრეაციული პარკი. შეიძლება ამას ეწოდეოს სოლიდარობის პარკი ან რაღაც დასასვენებელი ქალაქის ცენტრში და ზოოპარკი გადატანილი უნდა იყოს სხვა ადგილზე. ეს არის იდეის დონეზე, რომელიც შეგვიძლია გავაჟღეროთ და ამ იდეას, ჩვენ პროექტის დონეზე დავამუშავებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები