სომხეთის პარლამენტმა თბილისში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
მიაგო სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. სომეხმა დეპუტატებმა თბილისში 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სომხეთის პარლამენტის სპიკერმა გალუსტ სააკიანმა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა სომხეთის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს.
Arminfo-ს ინფორმაციით, მანამდე ქართველ ხალხს სამძიმარი სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა გამოუცხადეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, სომეხი მაშველები და ერევნის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისში გაემგზავრნენ ქართველი კოლეგებისთვის დახმარების აღმოსაჩენად.