ვახტანგ გომელაური: ვერეს ხეობაში საპანიკო არაფერია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა. მინისტრის განცხადებით, სამუშაოები დროებით შეჩერდა სინოპტიკოსების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ნალექის შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და სინოპტიკოზების პროგნოზების შესაბამისად სამუშაოები განახლდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვერეს ხეობაში ნორმალური მდგომარეობაა და საპანიკო არაფერია.
“დღეს ბევრი რაღაც გაკეთდა, ბევრი მოხალისე იყო. მადლობა ყველას. დიდი ნაწილი გავიტანეთ ზოოპარკის ტერიტორიიდან ჩამოტანილი მორები და ნაშალი მიწა. 17 გარდაცვლილი უკვე ნაპოვნია და დაკარგულია 5 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გუშინ იყო შვიდი, დღეს ორი ადამიანი “მზიურის” ტერიტორიაზე აღმოვაჩინეთ. იყო შემთხვევა, რომ მტკვარმა გამორიყა რუსთავში მამაკაცის გვამი. თუმცა, ის ჩვენს დაკარგულებში არ ირიცხებოდა და იქ გამოძიება დაიწყება გვამის აღმოჩენასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები