მოხალისეებმა და მაშველებმა სტიქიის ზონა დატოვეს
ვერეს ხეობაში გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. როგორც ადგილიდან “კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება, სტიქიის ზონიდან მოხალისეები და მაშველები უკვე გაიყვანეს, გარდა ამისა, ხეობიდან გაყვანილია მძიმე ტექნიკაც.
თბილისის მერიის განცხადებით, ამინდიდის გაუარესების გამო სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა. თბილისში წვიმა ცოტა ხნის წინ დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარი.