ნოდარ ჯავახიშვილმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებული სიტუაცია მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე არსებული სიტუაცია მოინახულა.
ჯავახიშვილის განცხადებით, მთის მოწყვეტის ადგილამდე მეწყრის ჩამონაშალი კიდევ 3 ადგილზეა ჩამოტანილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, როგორც წყნეთის, ასევე ბეთანიის მხრიდან.
პარალელურ რეჟიმში აქტიურად გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები წყნეთი-ახალდაბის გზის მონაკვეთზეც, რომელიც, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაიხსნება. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, მონტაჟდება სპეციალური მილი, რომელზეც გზა დაიგება. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ხელს შეუწყობს ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის ცისტერნებით და ავტომანქანებით დაუბრკოლებლად მიწოდებას. სასმელი წყლის პრობლემა ახალდაბაში წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე 13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყერმა შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები